20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექსპერტების ჯგუფი შესაძლოა დღეს შეიკრიბოს

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი შესაძლოა დღეს შეიკრიბოს. ექსპრეზიდენტის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. მსჯავრდებულ პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ უფლებადამცველები. კონსილიუმის შეკრებაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა:

"ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მის პირად ექიმთან მუშაობის მიზნით. წინასწარი დათქმა იყო რომ პარასკევის შემკრების შემდეგ სამშაბათს შეიკრიბებოდა კონსილიუმი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუკი საჭირო იქნება უფრო ადრე შედგეს კონსილიუმი. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი მუშაობს ექსპერტებთან იმისთვის, რომ საჭიროების შესაბამისად მოხდეს მათი მოწვევა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები