რუსთავის 12-ე დაწესებულებასთან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად და მისი პატიმრობის გასაპროტესტებლად იყვნენ შეკრებილები.
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, მათი ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მივიდნენ.
მათი თქმით, ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება და ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხის გისოსებიდან მიესალმა.