25 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
რბილად რომ ვთქვათ, "გაუჩალიჩეს" და ჩააგდეს ეს ადამიანი კარცერში - ბექა ლატარიას ადვოკატი ბრალდებულის ზეწოლაზე საუბრობს

საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლული რუსეთის მოქალაქე, ანასტასია შატალოვას საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლაზე საუბრობს.

ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბექა ლატარია კარცერში უსაფუძვლოდ გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი სახალხო დამცველის დახმარებას ითხოვს.

"უბრალოდ გადაულაპარაკა პატიმარს და ამის გამო ის გადაიყვანეს კარცერში. არანაირი დოკუმენტი არ მიუციათ, რომ ელემენტარულად გავასაჩივროთ. რბილად რომ ვთქვათ "გაუჩალიჩეს" და ჩააგდეს ეს ადამიანი კარცერში, ეს არის ზეწოლების კასკადი. მე საქმის კურსში ჩავაყენე უკვე სახალხო დამცველის აპარატი და ვთხოვე მათ რომ შევიდნენ და მოინახულონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი," - განაცხადა ბექა ლატარიას ადვოკატმა, გიორგი ლაღიძემ.

დღის ამბები