20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"იგეგმება იმიტირებული ბუნტი" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ექსპრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია  

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებისა და მისი თანაგუნდელებისთვის, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია. 

მათ მიაჩნიათ, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არც ჯანმრთელობის მიზნებისთვის არ არის მიზანშეწონილი და არც მისი უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც ამაზე იზრუნებს და შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციით, გამოსავალი იქნება სწორედ დაბრალდება ეს აღშფოთებულ ციხის პუბლიკას ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიგა გვარამიას ამ განცხადებას, ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრმა უპასუხა, სადაც მას "აბსურდული ბოდვა" უწოდა.

დღის ამბები