16 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
საავადმყოფოში რომელზეც აპელირებს ხელისუფლება საჭირო დანადგარები არ არის - კობა ნაყოფია გლდანის მე-18 დაწესებულებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება არ არის მრავალფუნქციური კლინიკა. კობა ნაყოფია განმარტავს, რომ შესაბამისი დასკვნა როგორც ექიმებმა, ასევე სახალხო დამცველმაც დადო.

"საავადმყოფო, რომელზეც აპელირებს ხელისუფლება არ არის მრავალფუნქციური. იქ არ არის ის დანადგარები, რასაც საჭიროებს ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის სტაციონარში მოთავსების სტანდარტები. ეს დასკვნა როგორც ექიმებმა, ასევე სახალხო დამცველმაც დადო. სხვა ალტერნატივა არ არის, ის უნდა იყოს გადაყვანილი ისეთ კლინიკაში, სადაც მიიღებს კვალიფიციურ მომსახურეობას. ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ციხეში, ეშინია სააკაშვილის საავადმყოფოში," - აცხადებს კობა ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

დღის ამბები