მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობის ამ ფაზაში არსებობს საშიშროება, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო.
უფლებადამცველის განცხადებით, ხელისუფლება მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ასრულებს.
"ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს და დაადგინეს კრიტერიუმები რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს," - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.