"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე ფანჯრები დაბურა - ამის შესახებ კობა ნაყოფიამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის წერილების გამოტანაზეც.
"მიხეილ სააკაშვილი არაფერს არ ღებულობს, ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ყველა ფანჯარა დაბურეს, ყველა ფანჯარა შეღებეს, ჩაკეტეს, ისე რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს და საერთოდ ვერავინ ვერ ნახოს.
პარლამენტის წევრი, რომელიც მასთან შევა ან ექიმი ან სხვა ოჯახის წევრი, წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს," - ამბობს კობა ნაყოფია.
გარდა ამისა, უკვე ერთი საათია მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად იმყოფება მისი კიდევ ერთი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია.