20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"მისი სხეული შესამჩნევად დაუძლურებულია, უკვე უჭირს გაღვიძება დილაობით" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტს უჭირს გადაადგილება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ზოგადი სისუსტე  და უჩივის სახსრების ტკივილს. მიუხედავად მისი ამ მდგომარეობისა, ექსპრეზიდენტი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას შიმშილობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მოწოდება გაავრცელა. ექსპრეზიდენტი წერილში ამომრჩევლებს მოუწოდებს, 30 ოქტომბერს, არჩევნებზე მივიდნენ.

"მისი სხეული შესამჩნევად დაუძლურებულია, მას უკვე უჭირს გაღვიძება დილაობით. აქვს სისუსტე კიდურებში, სახსრებში და გადაადგილების პრობლემა. შესაბამისად, უკვე შუა დღისთვის ნელ-ნელა ენერგიას იკრებს. ერთადერთი, რაც მას ახლა ასულდგმულებს, ეს არის მისი შემართება. სახიფათოა ნებისმიერი წუთი მიხეილ სააკაშვილის, იმიტომ რომ გარკვეული პიკები და ჩავარდნები არსებობს შიმშილობის დროს და  უცაბედად ხდება ხოლმე ცუდად.“ - ამბობს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები