30 აგვისტო 2026,   21:14
ვრცლად
სახელმწიფო შეთქმულების საქმე - "კურიერმა" სასამართლოდან გამოსული გიორგი შერვაშიძის ჩხრეკა გადაიღო

"კურიერის" ექსკლუზივი - სახელმწიფო შეთქმულების საქმე - სკანდალური საქმის ფიგურანტები ჯერ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, შემდეგ კი გაჩხრიკეს. ჩხრეკა ერთდროულად სამ ლოკაციაზე ჩატარდა. 

"კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო საგამოძიებო პროცესი აღმაშენებლის ხეივანზე, რა დროსაც გამომძიებლებმა სასამართლოდან გამოსული გიორგი შერვაშიძე გაჩხრიკეს. ასევე ცნობილია, რომ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბესო წერედიანისა და დავით მახარაძეს შემთხვევაშიც.

"შემაჩერეს, წარმომიდგინეს საბუთები ყველა წესის დაცვით და გამოძიებიდან გამომდინარე ამოიღეს ჩემგან პირადი ტელეფონი. არავისთან არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა განჩინებაში ყველა ეწერა," - განაცხადა აქტივისტმა გიორგი შერვაშიძემ.

 

 

დღის ამბები