20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსს 17 ორსული ემსხვერპლა - მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6%-ია. ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა,

ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში აქედან 1 -2020 წელს, ხოლო 16 -2021 წელს, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. რეგიონების მიხედვით კი ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან დაბალია. ანგარიშის თანახმად ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი.

დღის ამბები