ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია, ასევე ე.წ. მწვანე საშვების საკითხი იყო.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, აშშ ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.