30 აგვისტო 2026,   21:13
ვრცლად
საჩუქრები და გასართობი აქტივობები მოქალაქეებისათვის - ქვემო ქართლსა და კახეთში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია იმართება

ქვემო ქართლსა და კახეთში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია იმართება. რეგიონებში იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები არიან მობილიზებული.

მოქალაქეებს კი, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ. მათ ვაქცინაციის შემდეგ, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ, სადაც საჩუქრებს მიიღებენ, გადაეცემათ სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერი.

ღონისძიების პირველი ნაწილი ბავშვებს დაეთმობა. მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და მასკოტები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს - Ellis Band. 

დღის ბოლოს კი ბენდი - Goofyland წარდგება. ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მარნეულში აცხადებენ, რომ იმუნიზაციის ტემპი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრემიერის გადაწყვეტილებით, პენსიონერები 200 ლარიან დანამატს მიიღებენ. 

დღის ამბები