25 იანვარი 2022,   21:09
ვრცლად
საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცები ირანის მოქალაქეები იყვნენ - რა მოხდა შარტავას ქუჩაზე

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები არიან, ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

"ისინი არიან ირანის მოქალაქეები, ერთი რის 33 წლის და მეორე უფროსი. ბინის დათვალიერებისას ბინაში აღმოჩნდა ღია წვის კამერიანი წყალ გამაცხელებელი, რომელიც იყო ჩვენს მიერ ჩახსნილი. ღია წვის კამერიანი წყალ გამაცხელებლის დამონტაჟება არ შეიძლება დახურულ სივრცეში," - განაცხადა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელმა, ტარიელ ღვინიაშვილმა. 

დღის ამბები