პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.
პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:
გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.