16 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში - ლიზა იასკო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება და ისევ სტუმრებს იღებს. ახლა მასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძეა, დილით კი ექსპრეზიდენტი უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ მოინახულა.

"ის უკეთესადაა, თუმცა, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს. გუშინ, სასამართლოზე მოსმენილი ბრალდებების მიხედვით ირკვევა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მოკვლა, ან წლობით მისი ციხეში გამოკეტვა სურს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში - ჩვენ გვჭირდება ის. მილიონობით უკრაინელი ელოდება მას და აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს,"- განაცხადა იასკომ ექსპრეზიდენტთან ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პროტესტის ნიშნად, მან დაკავების დღიდანვე შიმშილობა დაიწყო. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშილი უკვე მეთოთხმეტე დღეა გორის კლინიკაში რეაბილიტაციას გადის. 

დღის ამბები