16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ამერიკის ფედერალური მთავრობის სააგენტო საქართველოს სახალხო დამცველთან მთავრობათაშორისი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს - ნინო ლომჯარია

ამერიკის ფედერალური მთავრობის სააგენტო "იუესეიდი", მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რაც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას და მისთვის პირდაპირი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა.

"გეგმავენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან გააფორმონ მთავრობათაშორისი ხელშეკრულება. ეს კი გულისხმობს, რომ ისინი მზად არიან, სახალხო დამცველის ოფისს პირდაპირი დაფინანსება გამოუყონ. ეს იქნება აშშ-ის მთავრობასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ფორმატი. როგორც თავად გვითხრეს, ეს იშვიათი შემთხვევაა და ასე ხდება მაშინ, როდესაც ისინი მსოფლიოში რომელიმე ინსტიტუტის მხარდაჭერას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ,"- აცხადებს ნინო ლომჯარია. 

ომბუდსმენს შეხვედრები ჰქონდა კონგრესის ორივე პალატაში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ფრიდომ ჰაუსში, საერთაშორისო რესპუბლიკურ და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ომბუდსმენმა რუსული გავლენების გაძლიერების პრობლემაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობაზე, მრავალპარტიული წარმომადგენლობის აუცილებლობაზე და ამ საკითხებში შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღის ამბები