20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"რეკომენდაციები, ვაქცინაცია - ეს არის ყველაფერი ის, რამაც შეიძლება გარკვეულ სტაბილურ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს" - მაკა ბულეიშვილი

46 გარდაცვლილი, 3 410 ახალი შემთხვევა და 4 732 გამოჯანმრთელებული - ეს ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკაა. ექიმების თქმით, კლინიკებში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. მძიმე პაციენტები ჰოსპიტლებში ყოველდღიურად შეჰყავთ. 

"მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიმყოფებით ყველაზე მეტად გართულებად პერიოდში, როდესაც არის როგორც მწვავე რესპირატორული დაავადებების გამწვავების სეზონი, ასევე გრიპის სეზონი მძვინვარებს და რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი ინფიცირების რიცხვი გვაქვს. 

რეკომენდაციები, ვაქცინაცია - ეს არის ყველაფერი ის, რამაც შეიძლება გარკვეულ სტაბილურ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. თითქმის ყველგან გადაჭედილია პაციენტები, თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ჯერ ამისი საშუალება არის," - აცხადებს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები