"რუსეთს დიდი ხანია ამოძრავებს შიში, რომ შეერთებული შტატები საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მოისურვებს" - ეს განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
როგორც ვოლფგანგ იშინგერი ამბობს, ეს რუსეთისთვის წითელი ხაზია. მისივე თქმით არ შეიძლება, იმის თქმა, რომ უკრაინა და საქართველო ვერასდროს გახდებიან NATO-ს წევრები.