პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდის წევრები, ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის", პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე.
"შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკიურ გეგმას, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებისა, ასევე, რა თქმა უნდა, შევეხეთ პარლამენტში არსებულ სიტუაციას. იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენი გუნდი ხვდება, ყოველდღიურად საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საკრებულოებში მიმდინარე პროცესების განხილვას და საკრებულოების დასაბალანსებლად, პარტია "საქართველოსთვის" მიერ გაკეთებულ შეთავაზებას.