16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სალომე სამადაშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატები ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ

ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატები და პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი.

საუბარია 2020 წლის პარლამენტში შემოღებულ სუბიექტზე - პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შექმნაც, რეგლამენტის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ, არანაკლებ ორ დეპუტატს შეუძლია.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც ფრაქციას გააჩნია.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრების, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის პარლამენტიდან წასვლის შედეგად, ორი ოპოზიციური ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" და"რეფორმების ჯგუფი" დაიშალა.

პარტია “ლელოს“ სიით გასულმა დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა, რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, 3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფი უკვე შექმნეს, თუმცა პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებად ვერ ერთიანდებიან სხვადასხვა პარტიების სიით გასული ის დეპუტატები, რომლებიც ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრები არიან.

"პარლამენტის წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი
 დღეს მოხვედრილი აქციით, პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანდნენ და ეს შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, რომ ვინ ჩათვლის საჭიროდ, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ ჯგუფში,"- განმარტავს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები