16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
გაზრდილი პენსიები, მომატებული ხელფასები და საგარეო ვალის შემცირება - რა ხარჯებს ითვალისწინებს 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 

2022 წლის ბიუჯეტის ზრდასა და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილ პრიორიტეტებზე, ეკონომიკის ზრდასა და საგარეო ვალის შემცირებაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს გააჟღერა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება ხელფასების მომატება საჯარო სექტორში. ბიუჯეტის მიხედვით შემოსავალი გაეზრდებათ ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს, მანდატურებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს.

დაფინანსება ეზრდება სამინისტროებს. ყველაზე მეტი თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყებისთვის განისაზღვრა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა საზოგადოებას პენსიის ზრდასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ომში მონაწილე ვეტერანებისთვის გამოყოფილი დახმარების ზრდაზეც. დევნილებისთვის კი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 100 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

დამატებითი განმარტებები მთავრობის სხდომაზევე გაკეთდა ფინანსთა მინისტრის მხრიდან. უწყებაში განმარტავენ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორი იქნება - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ლაშა ხუციშვილმა დამატებით ისაუბრა კაპიტალურ ხარჯებზეც.

მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს ოპოზიცია. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. ამბობენ იმასაც რომ ბიუჯეტში სოციალური ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული.

ბიუჯეტს მხარს დაუჭერს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" წევრები ფინანსურ დოკუმენტში ასახულ პრიორიტეტებზე აკეთებენ აქცენტს. აცხადებენ, რომ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში 30 ნოემბერს შევიდა და საფინანსო კომიტეტი კვირის ბოლოს განიხილავს.

მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მილიარდ 310 მილიონი ლარით გაიზარდა და 19 მილიარდზე მეტს შადგენს. ფინანსურ დოკუმენტი სესიაზე დასამტკიცებლად მიმდინარე თვეში გავა.

დღის ამბები