16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
"მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში" - ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

"დროას" ლიდერმა ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა. ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეაფასა, როგორც შურისძიების აქტი და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის და ექსპრეზიდენტი პოლიტიკურად სხვადასხვა პლატფორმაზე რჩებიან.

"ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად.

ჩემთვის პირადად ძალიან მკაფიო ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს შურისძიების პროცესი შეწყდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონება-არმოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

დღის ამბები