16 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ისტორიის სახელმძღვანელოზე ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სადაც ენმ-ა, იქ ყოველთვის სიყალბეა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების მიმართ პოლიტიკურ ბრალდებებისა და ურთიერთდაპირისპირებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პაპაუშვილი წერს, ისტორიის სახელმძღვანელოზე ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სადაც "ნაციონალური მოძრაობაა", იქ ყოველთვის სიყალბეა.

"ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება

სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს…

ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია.

ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა იგივე სახელმძღვანელოდან.

ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ:

სადაც "ნაციონალური მოძრაობაა", იქ ყოველთვის სიყალბეა.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო "ნაციონალური მოძრაობაა"… არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია," – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, "ვარდების რევოლუციას" და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში "ვარდების რევოლუციის" როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

დღის ამბები