16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო მოიგო "ოცნებამ", რუსეთი აგრესორია და არის ოკუპანტი! აქ დამთავრდა ყველანაირი თემა და ისტორიის გადაწერა-გადმოწერა - ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით, 1000-მდე საქველმოქმედო პროექტი განახორციელა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

მისივე თქმით, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორებმა მოსწავლეებს რეალური ფაქტებისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდეს: 

"ეტყობა, სახელმძღვანელოს შემქმნელები ეცადნენ, რომ პოლიტიკისგან რაც შეიძლება დაცლილი ინფორმაცია მოეწოდებინათ ქვეყნის მაშინდელ ლიდერებზე. ახლა გვეუბნებიან, რომ სიმძაფრე როგორ მოვაკლოთ ამ ვითარებასო. როგორ უნდა მოაკლო ამ ვითარებას სიმძაფრე, როცა გეუბნებიან, რომ შეცდომაა სააკაშვილს, როდესაც რეგიონის ლიდერად არ მოიხსენიებ, გიორგი სააკაძეს და დავით აღმაშენებელს არ ადარებ და ბიძინა ივანიშვილზე ამბობ, რომ არის ქველმოქმედიო. აი ეს არის დღევანდელი რეალობა. მე-9 კლასელმა ბავშვმა უნდა იცოდეს ზოგადი ინფორმაცია და ჩაღრმავებულად თუ დააინტერესდება, შემდეგ დეტალურად მოიკითხავს ბიძინა ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი, ჟვანია თუ სხვა, ვინც შეტანილი იქნება სახელმძღვანელოში," - განაცხადა ვოლსკიმ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეყვანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი. მსხვილ მასშტაბებს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ეკლესიების ჩამონათვალს, კულტურული ძეგლების და ა.შ. დაახლოებით 1000-მდე საქველმოქმედი პროექტი განახორციელა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. მაგრამ, ამაზეც არ არის საუბარი, არის უბრალოდ დასახელებული ისე, როგორც შეიძლება მოიხსენიო ამ ქვეყანაში სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ან ნიკო ნიკოლაძე და შემდეგ შეადარო ვინ უფრო მეტი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ნაციონალური მოძრაობის სულს და არსს, რომ როგორმე დააკნინონ სხვა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი როგორც მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონი. ეს სააკაშვილის თემა და ფაქტორი. არ მგონია, რომ ნაცმოძრაობაში დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს ამ სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას მე-9 კლასელებისათვის. სააკაშვილი მოითხოვს საკუთარი თავის განდიდებას და ამან ჩამოიყვანა საქართველოში და ეს ყველაფერი აისახა ამ თემაში, რასაც ჰქვია მე-9 კლასის სახელმძღვანელო," - ამბობს ვოლსკი. 

მისივე თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოებში აგვისტოს ომის პერიოდი არასწორი ფაქტებით არის ნახსენები.

"რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს თემას, აქ არის პრინციპული მომენტი, რომ სტრასბურგის სასამართლო მოიგო ქართულმა ოცნებამ. რუსეთი აგრესორია და არის ოკუპანტი! აქ დამთავრდა ყველანაირი თემა და ისტორიის გადაწერა-გადმოწერა. ჩვენი ხელისუფლების მიერ სტრასბურგის მოგების ფაქტმა დააბნია პიარი, რომელიც ნაცმოძრაობას გააჩნდა, რომ როგორმე ეს საქართველო-რუსეთის ომი წარმოაჩინოს ისეთი ფერებით, რომ სააკაშვილი ყველაფერში მართალი იყო და მტყუანი იყო მაგალითად ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტი, ან ელჩი და ის იყო მმართველი, რომელმაც დაამარცხა რუსეთი პროპაგანდისტულად მაინც და ის ხალხი, რომელიც დაიღუპა და ბრძოლის ველზე მიატოვა, ეს არაფერს არ ნიშნავს. სწორედ ამ შინაარსისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდა ავტორმა მეცხრე კლასელ მოსწავლეს, სადაც არ წერია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა მოღალატეობრივ დოკუმენტს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები