01 სექტემბერი 2026,   13:54
ვრცლად
ავიცრათ ერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ

ავიცრათ ერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, სტუდენტებმა მზიურის პარკში, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს. აღნიშნული პროექტი კომპანია "ქოლგას" მხარდაჭერით ხორციელდება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები უერთდებიან.

"კამპანია, #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებენ ორგანიზაცია "ქოლგაში".

თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

დღის ამბები