16 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
კონგრესმენმა დონ ბეიკონმა ქართულ დელეგაციასთან სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევისგან თავდაცვის სტრატეგია განიხილა

კონგრესმენმა დონ ბეიკონმა ქართულ დელეგაციასთან სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევისგან თავდაცვის სტრატეგია განიხილა. ამერიკელი კანონმდებელი საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს ირაკლი ბერაიას, გიორგი ხელაშვილსა და ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.

კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები საკმარისი არ არის და საჭიროა შეერთებული შტატების პარტნიორების შეიარაღება, სანამ ეს გვიანი არ იქნება.

დღის ამბები