"გირჩს"პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს. ინიციატივის მიხედვით, "ბირჟა მაფიას" საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც გავრცელდება.
იაგო ხვიჩიას თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე. წ. ”ბირჟა მაფიას” საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცავთა მიერ, მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადების ფაქტი.
შესაბამისად, გირჩი მოითხოვს, ციხიდან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომელთა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ისეთი ჩხრეკის შედეგები, რითაც ამოღებული ნივთის ბრალდებულისადმი კუთვნილება დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით.