საია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში წერია, რომ 5 და 6 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
საიას განცხადებით, ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, მომხდარ დანაშაულებზე გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს.