როგორ უნდა მოხდეს ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირება? მთავრობა ბიზნეს სექტორთანაც გადის კონსულტაციებს, თუმცა მთავარი სამოქმედო დოკუმენტი კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნაა, სადაც 11 რეკომენდაციაა გაწერილი.
მათ შორის ელექტრონული რეცეპტის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმის ურთიერთობას გამჭვირვალეს გახდის.
ქვეყანაში პრობლემაა მედიკოსთა ნაწილის კეთისინდისიერებაც, რომლებიც ხშირად ბიზნესის სასარგებლოდ ნიშნავენ კონკრეტულ ძვირად ღირებულ მედიკამენტებს. ამიტომ ამჯერად მთავარი რეცეპტი: კონკურენციის სააგენტომ გამოწერა, სადაც მნიშვნელოვანი პაციენტის და არა ბიზნესის ინტერესებია.
წლებია საქართველოში მცირე ჯგუფი აკონტროლებს და ერთდროულად აერთიანებს: იმპორტს, კლინიკებს, დაზღვევას, დისტრიბუციას და აფთიაქებს, რაც მათ საბაზრო უპირატესობას და მნიშვნელოვან გავლენას ანიჭებს.
საბოლოო დასკვნა ფასების დარეგულირებაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო დეკემბერის ბოლოს გამოაქვეყნებს, მანამდე კი სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი.