"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.