ენმ-ის მზადყოფნას, რომ - წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, შეფასებების საგანია მმართველ პარტიაში.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ გიორგი გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირდაპირ თუ ირიბად თანამშრომლობდა და მის ინტერესებს ატარებდა.
"ჩვენ სულ ვამბობდით, რომ გიორგი გახარია პირდაპირ თუ ირიბად თანამშრომლობდა თუ წყალს ასხამდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაზე და დღეს უკვე ვხედავთ ნიკა მელიას უკუპოზიციას, რომ მზად არის ითანამშრომლოს გახარიას პარტიასთან. ეს გვაქვს ის ძალიან საცოდავი რეალობა, ასე ვიტყოდი, რომ ერთის მხრივ ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია რღვევა და მეორეს მხრივ, ვხედავთ, თითქოს რაღაც თანამშრომლობის ეფექტებს ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას შორის. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მათ ეს თანამშრომლობა," - ამბობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი.