16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ერთია შეთავაზება და მეორეა საქმე რომლითაც მტკიცდება, რომ რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან - ბერდია სიჭინავა ენმ-ზე

შედგება, თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" თანამშრომლობა -  ენმ-ის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც მზადყოფნას გამოთქვამენ წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, პარტია "საქართველოსთვის" გამოეხმაურა. 

პარტიაში აცხადებენ, რომ შეთავაზება პრაქტიკაში ვერ სრულდება. პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უსვამს ხაზს, როდესაც თავმჯდომარედ ვერ აირჩიეს ოპოზიციური კანდიდატი.  

"ერთია შეთავაზება, რასაც კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აკეთებს და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემთხვევა არის კარგი მაგალითი და კარგი მაგალითია დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაც, სადაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი კანდიდატები არ ჰყავდა დაყენებული, ჩვენ კანდიდატს მხარი დაუჭირა მათმა ნაწილმა, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, იმ პირობებში, როდესაც 12 მანდატი აქვს "ქართულ ოცნებას", 13 ხმა მიიღო უმრავლესობის კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ," - ამბობს ბერდია სიჭინავა.

დღის ამბები