16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ჩხოროწყუს საკრებულოში სხდომა ჩაიშალა

ჩხოროწყუს საკრებულოში, სადაც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. თავმჯდომარის არჩევას 14 ხმა სჭირდება, მმართველი გუნდი წარმომადგენლობით ორგანოში კი მხოლოდ 12 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ამის მიუხედავათ კენჭისყრის დროს ქართული ოცნების კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო.

კენჭისყრა ფარული იყო შესაბამისად უცნობია ოპოზიციონერმა რომელმა დეპუტატმა დააფიქსირა ხმა ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ.  

"ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდიდან არავის არც ბიულეტენი გაუფუჭებია, არც ქართული ოცნებისთვის არ მიუცია ხმა. გამოდის, რომ ვიღაცა გაიყიდა და ხელახალი კენჭისყრა რომ ჩატარდება, სადაც ჯუმბერ იზორია ერთადერთი კანდიდატი იქნება და ის ადამიანი, ვინც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ავტომატურად იქნება გაყიდული და ეს ადამიანი გადააბიჯებს ჩხოროწყუს მოსახლეობის 68%-ს," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ოთო შენგელია.  

განცხადება გააკეთა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ.

"ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი იმისკენ, ვინც უფრო მეტს გააკეთებდა ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის," - ამბობს ჯუმბერ იზორია.

ჩხოროწყუს საკრებულოში მომდევნო სხდომა ერთი კვირის ვადაში გაიმართება.   

დღის ამბები