რა გახდა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკატერინე ტიკარაძის წასვლა გუნდში არსებული დაპირისპირების მიზეზით მოხდა. დაპირისპირება კი მუდმივ კოვიდპასპორტს მოჰყვა.
"ეკატერინე ტიკარაძის ეს ნაბიჯი იყო ძალიან სწორი, ის არ შეეგუა ამ მავნებლობას, რასაც უვადო კოვიდპასპორტი ჰქვია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე.
ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომით, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულება იყო, ხელისუფლებამ ნეგატიური დარტყმა აირიდა.