16 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ დღეს შედგება კვორუმი" - დმანისში ახალი შემადგენლობით საკრებულოს თავჯდომარე უნდა აირჩიონ

დმანისში დღეს ახალი შემადგენლობით საკრებულოს თავჯდომარე უნდა აირჩიონ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და  პროცესში ჩაერთვებიან. 

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი პაატა ყულიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს შედგება კვორუმი და შევძლებთ ვცნოთ საკრებულოს უფლებამოსილება, რის შემდეგაც გადავწყვიტოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ჩვენ ვართ დამანისელები, ყველასთან გვაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია, მათ შორის ოპოზიციასთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერი მოადგილე მყავდეს,"- აცხადებს პაატა ყულიაშვილი.

დღის ამბები