16 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან. ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. მოლაპარაკება უკვე დასრულდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ლელოსთან" და უფრაქციო დეპუტატებთან, ამ წუთებში კი შეხვედრა "გირჩთან" მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს მათი ხედვები კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით. უდუმაშვილის განცხადებით, ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და მედიამფლობელების მიმართ.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გააცნეს მათი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან  და პოლარიზაციასთან დაკავშირებით.

"სტატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, შეხვედრაზე მათი მხრიდან აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არღვევს ყველა ტიპის შეთანხმებებს.

დღის ამბები