20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო - რატომ გადადიან ქვეყნები "ბ" გეგმაზე 

"ომიკრონი" 4- ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე მისი წინამორბედი დელტა შტამი. ბოლო კვლევების მიხედვით ვირუსის ახალ ვარიანტს დაახლოებით 50 მუტაციის წარმოქმნა შეუძლია.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა "ბი 11.529"-ა წინა შტამებისგან გასხვავებით ნაკლებად მომაკვდინებელი იყოს. თუმცა მანამდე, ვიდრე ამ საკითხს ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ, სახელმწიფოები პრევენციული ზომების მიღებას განაგრძობენ.

მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, სადაც დღეიდან ბარ-რესტორნების გარდა ყველა დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულოა. ორშაბათიდან კი მოსახლოებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მოსთხოვენ.

"ომიკრონი" ამ დროისთვის 21 შტატშია აღმოჩენილი, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდვები მოგზაურობაზე დააწესა.

გახდება. თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია - ამაზე ბუნდესტაგი უკვე მსჯელობს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანიაში აუცრელი სამედიცინო სფეროს თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ.

ისრაელში კი "ომიკრონთან" საბრძოლველად დამატებითი რეგულაციები შემოიღეს. ქვეყანაში კიდევ ათი დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ უცხოელი ვიზიტორები შესვლას. 

ბოლო მონაცემებით "ბი 11 529"-ის მიმართ შედეგიანი აღმოჩნდა ფაიზერის სამი დოზა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. მას მოსდევს გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. დადასტურებული შემთხვევებიდან 99 პროცენტი "დელტა" შტამზე მოდის.

დღის ამბები