საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ქართულ ოცნებასთან" დადებული პირობა მისი ჩამოსვლით დაარღვია.
"პუტინმა, როდესაც განიზრახა ანექსია ჩვენი ქვეყნის და გამოაგდო წინ თავისი ოლიგარქი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ზედმეტი გახდა აქ მაგრამ მოლაპარაკება იყო ასეთი, მას უნდა "გაეჩმახებინა" საზღვარგარეთიდან აქ არ უნდა შემოსულიყო და მისი პარტია იქნებოდა მუდმივად მეორე, პირველი იქნებოდა "ქართული ოცნება".
მოლაპარაკება სააკაშვილმა დაარღვია, როგორც მას სჩვევია და გამოეცხადა "ქართულ ოცნებას" ხაშივით. ტრაგედიაა, როდესაც ექსპრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაშია სახუმარო არ არის,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.