16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
კარენ დონფრიდი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რუსეთსა და უკრაინას ეწვევა. ვიზიტი 13-15 დეკემბერსაა ჩანიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კარენ დონფრიდი ადგილობრივ ოფიციალურ პირებს შეხვდება, სადაც უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ. რუსეთისა და უკრაინის შემდეგ დონფრიდი ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე დისკუსიებს გამართავს.


დღის ამბები