გერმანიის ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი ბრიუსელის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდება.
ოლაფ შოლცი ადგილობრივ ხელისუფლებასთან პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისისა და უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების გაძლიერებული მობილიზაციის საკითხებზე იმსჯელებს.