პარლამენტი მიმდინარე კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი სრულად პასუხობს წლის გამოწვევებს.
"ბევრი მიმართულებას, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოვიდის პირობებში, ეთმობა ბიუჯეტის მხრიდან ყურადღება და ასახულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი. იქ არის პარამეტრები, რომლითაც შეგვიძლია შევაფასოთ ბიუჯეტის ავკარგიანობა და გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპონენტებს. მათი მტკიცებით, ბიუჯეტი მმართველი გუნდის ბიუროკრატიულ ხარჯებზეა მორგებული. ამიტომ, საპარლამენტო უმცირესობა პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2022 წლის ბიუჯეტი 19 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა, მასში გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ხელფასების ზრდა.