ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკური ჯგუფების ფორმირებასთან დაავშირებით დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილება. მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებებს ითხოვენ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეეძლება და ისარგებლებს იმავე უფლებებით, რაც ფრაქციას გააჩნია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მხოლოდ მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა მხარი ინიციატივას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ერთი და იგივე ბლოკის წარდგენით პარლამენტის წევრებს ექნებათ საშუალება, რომ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. მისივე თქმით, მხოლოდ მსჯელობის და კონსულტაციების შემდგომ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ოპოზიცის წარმომადგენლებს, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დადუნაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება "ქართული ოცონების" მხრიდან პირველი ჟესტი, რითაც აჩვენებს, რომ რაღაც დათმობაზე მიდის.
"ნებისმიერი ფორმირება, რომელიც მისცემს საშუალებას დეპუტატებს, რომ შეძლონ ჩართვა სხვადასხვა საპარლამენტო პროცესებში, ამას მხოლოდ მივესალმები. რატომაც არა, იყოს ეს ერთ-ერთი პირველი ჟესტი, რითაც "ქართული ოცნება" აჩვენებს ოპოზიციას, რომ რაღაცის დათმობისთვის მზად არის და დავიწყოთ აქედან,"- ამბობს თაზო დადუნაშვილი.