16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ხმაური ბათუმის მერიაში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ხმაური ბათუმის მერიაში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათის მიზეზი სადაო მშენებლობები გახდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ბათუმში 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოა, რასთან დაკავშირებითაც მათ კითხვები ჰქონდათ.

ბათუმის მერის თქმით კი, კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც ენმ-ს წევრი რევაზ ხარაზი ამბობს, გააგრძელებენ ბრძოლას. 

"ადამიანს ვეუბნები და მოვუტანე დოკუმენტი, სადაც ასახულია კორუფცია მერიაში და კონკრეტულად ამ სამსახურში. რა პასუხი უნდა მიიღო ჩინური კვარტლის ამშენებელი მერისგან, რომელიც ხმას არ იღებს და ამ ქალაქის უბედურება, ქალაქელებმა რომ იცოდნენ აი, აქ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქალაქში იყოს ნორმალური სამსახური, რასაც მერიის სამსახური ჰქვია,"- განაცხადა რევაზ ხარაზმა.

დღის ამბები