16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე დღეს მთავრობის სხდომას არ დაესწრო, იყო თუ არა ეს ჯანდაცვის მინისტრისგან ერთგვარი პროტესტი - რას ამბობენ მმართველ გუნდში

ისევ მსჯელობის საგნად რჩება თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი. ამაზე პასუხი არც მმართველ გუნდში  აქვთ და აღნიშნულ საკითხს მხოლოდ ქვეყნის მეთაურის პრეროგატივად მიიჩნევენ. ასაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამოჩენილა.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი იყო მთავრობის სხდომაზე მინისტრის მოადგილის სახით. ზალკანიანისთვის კი უცნობია, რატომ არ ესწრებოდა თავად ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის სხდომას.

"მე არ მაქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება,  გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება. თქვენ, ასევე მოისმინეთ ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება, რომ ის წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ასრულებს მოვალეობას," - განაცხადა დავით ზალკანიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე მოვალეობას მაინც შეასრულებს. რაც შეეხება დღეს გამართულ მთავრობის სხდომას, ტიკარაძე მას არ დასწრებია.  

დღის ამბები