16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ხელთ აქვს საკონსტიტუციო მექანიზმები, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს - სალომე სამადაშვილი საყოველთაო შერიგებაზე

პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას გულისხმობს, ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილში დადებითად აფასებენ, თუმცა მისი შესრულების მოლოდინები ნაკლებად აქვთ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პოლიტიკური შერიგება ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელია.

პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება ეროვნული შერიგების ხელშეწყობისთვის სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა.

"საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერება კარგია, ამავე დროს, მიმაჩნია, რომ მას ხელთ აქვს საკონსტიტუციო მექანიზმები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს და მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება მისი მხრიდან ამ ეროვნული შერიგების ხელშეწყობისთვის ჩემი აზრით, იქნებოდა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ იდეა მისთვის გასაგებია, თუმცა მისი განხორციელების იმედი არ აქვს.

"ძალიან რთულად წარმომიდგენია ამაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ იდეა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც კონსტიტუციურად მისი თანამდებობა ფაქტობრივად არის პოლიტიკური არბიტრი, შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ სამწუხაროდ შედეგობრივად მოლოდინი არ მაქვს,“ - ამბობს ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები