04 მაისი 2024,   14:26
ვრცლად
"გაოცებული ვარ, თქვენგან გავიგე... ბავშვები მე გავზარდე, სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან სულ ჩემთან იყვნენ..." - რას ამბობს შვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მამა

შემზარავი დანაშაული და არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა - "რუსთავი 2" შემზარავ დანაშაულში მხილებული მამაკაცის მშობლებს ესაუბრა. ბრალდებულის მამამ დანაშაულის დეტალები "კურიერისგან" შეიტყო.

"გაოცებული ვარ, თქვენგან გავიგე, სხვას არავის არაფერი უთქვამს. მითხრეს, ჩხუბი მოუვიდაო და ჩხუბის ამბავზეა დაკავებულიო. 

ბავშვები მე გავზარდე, ჩემთან იყვნენ, უფროსი სულ ჩემთან იყო... სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან მე გავზარდე. მეორესაც ხან წაიყვანდნენ, ხან ჩემთან იყო," - ჰყვება ბავშვების პაპა. 

40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა. 

დამნაშავის კვალზე გამოძიება დედის შეტყობინების საფუძველზე გავიდა. "კურიერთან" ინტერვიუში ბავშვების დედა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. მამაკაცი, რომელიც მისი უფროსი შვილის შეყვარებული იყო, ასევე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები