20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად "ომიკრონთან" გასამკლავებლად - მძიმე ახალი ტალღის დაწყებამდე კოვიდკლინიკები უკვე გადავსებულია ​

ქვეყანა "ომიკრონის" მოლოდინის რეჟიმშია - დაავადებათა კონტროლის ცენტრში, უკვე თამამად ამბობენ, რომ ახალი შტამის ამ თვეშივე დაიწყებს აქტიურ ცირკულირებას.

მეზობელ ქვეყნებში "ომიკრონის" გამოჩენისთანავე, ჯანდაცვის სისტემა მობილიზაციის სხვა ეტაპზე გადავიდა - ახლა საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული, ქვეყანა გაუმკლავდება ახლა შტამს, თუ მოხდება ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

დღესაც კოვიდ-კლინიკები ისევ გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. თბილისში ყველაზე დიდი მიმღები განყოფილება, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. რესპუბლიკური საავადმყოფო, ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. კლინიკების მიმართულებით, ნაკლებად მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, გარდამავალ პერიოდშია. ამ რთული სტატისტიკური მონაცემების ფონზე, ჯანდაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მე-5 ტალღიდან, მე-6-ზე გადასვლა მარტივად მოხდეს.

ლუგარის ლაბორატორია, ყოველი კვირის განმავლობაში, 100-მდე საეჭვო ნიმუშს, დელტა შტამისგან განსხვავებული მეთოდით იკვლევს, თუმცა ჯერ ლაბორატორიული მონაცემები COVID-19 -ის სხვა ფორმას არ ავლენს.

ყველა თანხმდება, რომ ნებისმიერი სირთულის ტალღის გამკლავება, იმუნიზაციის პროცესით არის შესაძლებელი. თუმცა, ჯერ გაურკვეველია, მოკლე პერიოდში ქვეყანაში მოესწრება თუ არა, საკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბება.

დღის ამბები