მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას - ასე ეხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე წერს, რომ სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის და ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას განსაზღვრავს.