16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია

სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია. თეა ახვლედიანი ადგილობრივ მოსახლეობას და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრებზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ასევე, 2022 წელს დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი ხედვები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.

თეა ახვლედიანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

დღის ამბები