16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"გვაქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია შემცირებას მარტის თვიდან დაიწყებს...არ ვაპირებ გადადგომას" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა

რამდენიმე წუთში მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტი ნათია თურნავას მოუსმენს. დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სესიას ესწრება, კითხვების დასმას არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აპირებს. მანამდე კი დეპუტატებმა კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაუსვეს.

"ბოლო 25 წლის მანძილზე, ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურ ინფლაციის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, ერთადერთი აქტუალური შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენთან ვინმეს ჰქონდეს არის ის, თუ როდის აპირებთ რომ გადადგეთ"?- კითხვით სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს მიმართა, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ინფორმაცია ინფლაციის რეკორდთან დაკავშირებით სწორი არ არის. მან, ასევე, სხდომაზე აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეკითხვას ფასების არასტაბილურობაზე კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას მარტის თვიდან დაიწყებს:

"უმეტესობა პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, ხოლო დროში განგრძობითობა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ კმაყოფილდება, რადგანაც მოსალოდნელია რომ ინფლაცია შემცირდება. იმ დაშვებით, რომ ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გვაქვს შენარჩუნებული, გვაძლევს იმის თქმის საშუალება, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას მარტის თვიდან. ამ შეფასებებში მარტო არ ვართ, ასე ფიქრობენ ის ორგანიზაციებიც, რომლებსაც ნამდვილად მოეკითხებათ ჭკუა,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ინფლაციის მიზეზებისა და არსებული მოლოდინების გარკვევით და დეტალურად განმარტება მოსთხოვა: 

"ის მოვლენები, რომელიც საქართველოში განვითარდა, არის განმსაზღვრელი მაღალი ინფლაციის. გლობალური ინფლაციის ზრდა, ძირითადად სურსათის, ნავთობისა და გლობალური ტრანსპორტირების ზრდით არის განპირობებული. ინფლაცია გლობალური პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობთ სწორი მაკროეკონომიკური მიდგომებით, შევძლებთ ინფლაციის შემცირებას,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

დღის ამბები